"სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონის პროექტი

"სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონის პროექტი

მომზადებულ იქნა კანონის პროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“.

 

კანონპროექტი შემუშავებულია 2010/75/EU დირექტივის შესაბამისად.

 

კანონპროექტი ძირითადად ვრცელდება მსხვილ სამრეწველო ობიექტებზე შემდეგ სფეროებში: ენერგიის წარმოება, ლითონების წარმოება და დამუშავება, მინერალური ნედლეულის დამუშავება, ქიმიური მრეწველობა, ნარჩენების მართვა, მერქნის გადამუშავება ქაღალდის/მუყაოს წარმოების მიზნებისათვის, ხის პანელების წარმოება, საფეიქრო ბოჭკოს და ქსოვილების წინასწარი დამუშავება, ტყავის დამუშავება, მეფრინველეობა, მეღორეობა, სასაკლაოების ოპერირება და სხვა (დეტალური ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ კანონპროექტის დანართ I-ში )

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:

-იმ საქმიანობათა განხორციელება, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი, ექვემდებარება ახალ, ინტეგრირებულ ნებართვას, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) მთლიანობაში, მათ შორის, ემისიებს ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციასა და ექსპლუატაციის ადგილის აღდგენას ობიექტის საბოლოო დახურვის შემდგომ; ნებართვა გაიცემა  გზშ-სთან ერთად შესაბამისი სამინისტროს მიერ.

- შემოდის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ცნება და ნებართვების გაცემა ობიექტებისათვის და ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დაეფუძნება დასკვნებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ და ევროპის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელო დოკუმენტებს; 2026 წლიდან ეკონომიკურ ოპერატორებს წარმოეშობათ საწარმოო საშუალებების გადაიარაღების ვალდებულება ზემოაღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად.

- ინტეგრირებული ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს კანონპროექტის მიხედვით, განახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; კონტროლის სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე.

 

- ინტეგრირებული ნებართვის გარეშე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს 10 000-დან 135 000 ლარამდე;




სავალდებულო დაზღვევა

სავალდებულო დაზღვევა

,,შრომის უსაფრთხოების შესახებ'' კანონი

,,შრომის უსაფრთხოების შესახებ'' კანონი

ცვლილება შრომის კოდექსში

ცვლილება შრომის კოდექსში